მხარდაჭერა ყოფილი მეტოქისგან | ჰოლოუეიმ თოფურიას მიმართა
ილია თოფურიამ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ რთული პერიოდის გამო, რომელიც პირად ცხოვრებაში აქვს, 2026 წლის აპრილამდე ვერ იჩხუბებს. „ელ მატადორის“ ყოფილმა მეტოქემ, მაქს ჰოლოუეიმ, მას მხარდაჭერა გამოუცხადა და X-ზე მიმართა.
„ძალიან ვწუხვარ ამის გაგონების გამო, ჩემპიონო. თუ ის არის, რაც გავიგე, ვიცი, რა რთულია სცადო ჩხუბი, როცა პარალელურად შვილების დაცვა გიწევს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, — დაწერა ჰოლოუეიმ.
„მადლობა მხარდაჭერისთვის, ძმაო. ყველაფერი საუკეთესო შენ და შენს ოჯახს“, - უპასუხა თოფურიამ.
Sorry to hear champ. If it’s what I’m hearing it is I know the struggle first hand trying to fight while protecting your kids. Hope all goes well.
— Max Holloway (@BlessedMMA) November 27, 2025
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ილიას ოჯახური პრობლემები აქვს და თოფურია მეუღლეს, ჯორჯინა უსკატეგი ბადელს დაშორდა. სავარაუდოდ, ქართველი მებრძოლის განცხადება სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. თოფურიასა და ჰოლოუეის ორთაბრძოლას რაც შეეხება, მათ 2024 წლის ოქტომბერში იჩხუბეს და „ელ მატადორმა“ „დალოცვილი“ ნოკაუტით დაამარცხა.