„პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს“ - თოფურიას განცხადება
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ UFC-ში თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
როგორც „ელ მატადორი“ სოციალურ ქსელში წერს, მას ახლა პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს.
„2026 წლის პირველ კვარტალში არ ვიბრძოლებ, რადგან პირად ცხოვრებაში რთულ მომენტს გავდივარ. ამიტომ, ჯერ მინდა ჩემს შვილებზე ვკონცენტრირდე და ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა, დივიზიონი შევაფერხო. UFC მოაწყობს ყველა საჭირო ბრძოლას და როგორც კი ყველაფერი მოგვარდება, მე ვაცნობებ მატჩმეიკერებს, რომ მზად ვარ დასაბრუნებლად“, - დაწერა ქართველმა მებრძოლმა.
I won’t be fighting in the first quarter of next year. I’m going through a difficult moment in my personal life. I want to focus on my children and resolve this situation as soon as possible.
— Ilia Topuria (@Topuriailia) November 27, 2025
I don’t want to hold up the division. The UFC will make the matchups needed, and as soon…
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლოს მიმდინარე წლის ივნისში იჩხუბა, როცა ჩარლზ ოლივეირა პირველ რაუნდში დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
გეტყვით ასევე, რომ MMA-ში მისი დებიუტი 2015 წელს შედგა, ხოლო UFC-ში 2020 წლიდან გამოდის.