პიმბლეტი და გეიჯი UFC 324-ზე იჩხუბებენ | ილია მათ გამარჯვებულს შეხვდება
ესპანელმა ჟურნალისტმა ალვარო კოლმენერომ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და UFC-ის გეგმებზე ილაპარაკა. კოლმენეროს მიხედვით, UFC 324-ზე (24 იანვარი, Paramount-ის პირველი ტოპ ღონისძიება) ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იჩხუბებენ — მათი ორთაბრძოლა დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართება.
ილია თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს ვაკანტურს არ გახდის და გაზაფხულზე პიმბლეტისა და გეიჯის ორთაბრძოლის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. სიტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ თოფურიას თეთრი სახლის ქარდზე ან საერთაშორისო ჩხუბის კვირის ქარდზე ისლამ მახაჩევთან ბრძოლას მისცემენ.
კოლმენეროს ინფორმაციით, არმან ცარუკიანს საერთო სურათში ადგილი ჯერჯერობით არ აქვს. სომეხმა მებრძოლმა დენ ჰუკერი დაამარცხა, მაგრამ ორგანიზაციის მოკლევადიან გეგმებში მაინც ვერ ხვდება.
აღსანიშნავია, რომ დღეს UFC-მა პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ ხვალ, თბილისის დროით დაახლოებით 03:00-ზე, დენა უაითი „ინსტაგრამზე“ პირდაპირ ეთერში ჩაერთვება. ვარაუდობენ, რომ უაითი იანვრის ღონისძიებაზე გასამართ ორთაბრძოლებს დააანონსებს, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა პიმბლეტისა და გეიჯის დაპირისპირება იყოს.