„არსენალი მხოლოდ სტანდარტების იმედადაა, პსჟ მათზე ძლიერია“ - კიმიხი
მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა, იოზუა კიმიხმა ლონდონის „არსენალთან“ მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ „მეთოფეებზე“ უფრო რთული მეტოქე მათთვის „პარი სენ-ჟერმენი“ იყო.
რა თქვა კიმიხმა:
„არსენალი“ არ არის ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც ამ სეზონში ვეთამაშეთ. ჩემი აზრით, „პარი სენ-ჟერმენი“ უფრო რთული მეტოქე იყო, განსაკუთრებით მათი სათამაშო სტილის გათვალისწინებით. „არსენალი“ სტანდარტული მდგომარეობების იმედადაა. გრძელი პასებით თამაშობენ და „მეორე“ ბურთისთვის იბრძვიან.
პსჟ-თან მატჩი უფრო ჰგავდა ფეხბურთს. არსენალმა ძალიან კარგად ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, მაგრამ მათ გვაჯობეს არა ფეხბურთში, არამედ ორთაბრძოლებში“.
ცნობისთვის, გუშინ „ბაიერნი“ ლონდონში, „ემირეითსზე“ „არსენალთან“ 1:3 დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში კი ასევე გასვლაზე „პარი სენ-ჟერმენს“ მოუგო (2:1).