ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას კარგი მატჩი - პსჟ-მ ტოტენჰემი დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურში პსჟ-მ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში 5:3 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. ქართველმა 79 წუთი ითამაშა და შეფასების სახით Sofascore-ის ვერსიით 7.4 მიიღო.

კვარა მოედანზე აქტიური იყო და ბევრ პოზიციაზე გვევლინებოდა. 53-ე წუთზე ვიტინიას საგოლე გადაცემაც გაუკეთა. 76-ე წუთზე დანიშნულ პენალტშიც დიდი როლი შეასრულა, როცა დრიბლინგის შედეგად „ტოტენჰემის“ საჯარიმოში არეულობა შექმნა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ლონდონელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა პარიზელებმა მეორე ტაიმის პირველ ნახევარში გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვეს. ვიტინიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, თითო გოლი პაჩომ და რუისმა გაიტანეს.

მატჩის ბოლოს ცვლილებაზე შესული ლუკას ერნანდესი გააძევეს, თუმცა ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

პსჟ 5 ტურის შემდეგ 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ლიდერ „არსენალს“ ჩამორჩება, რომელსაც 15 ქულა აქვს. მე-6 ტურში ლუის ენრიკეს გუნდი სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდება. მატჩი 11 დეკემბერს „სან მამესზე“ გაიმართება.

კვარას საუკეთესო მომენტები VS ტოტენჰემი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები