რივალდო, ლამინ იამალი
Aa
Aa

„საქმეში მწვრთნელი უნდა ჩარეულიყო“ - რივალდო იამალის ცუდ თამაშზე

ლამინ იამალს მიმდინარე სეზონში ცუდი სტატისტიკა ნამდვილად არ აქვს, თუმცა ფაქტია - გრანდების წინააღმდეგ გამართულ ოთხ მატჩში მას თავი არც გოლით და არც საგოლე პასით არ გამოუჩენია, რის გამოც „ბარსელონას“ 18 წლის ვარსკვლავს კრიტიკოსები მოუმრავლდნენ. სულ ბოლოს „ბლაუგრანა“ და ლამინი ხელმოცარულები ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსისთან“ (0:3) მატჩში დარჩნენ და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით სთხოვეს აზრის გამოთქმა კატალონიური კლუბის ლეგენდას რივალდოს და ბრაზილიელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„იამალს საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჰქონია, რადგან მას მჭიდროდ მეურვეობდნენ, სიტუაციის გასამწვავებლად კი მრავალფეროვნება არ ჰყოფნიდა. ასეთ დროს და მსგავს რთულ სიტუაციებში საქმეში ყოველთვის მთავარი მწვრთნელი უნდა ჩაერიოს. კარგი იქნებოდა, თუ შეხვედრის მიმდინარეობისას, ჰანსი ფლიკი ლამინს მოედნის ცენტრში, ან მარცხენა ფლანგზე ასპარეზობას დაავალებდა, რადგან ეს „ჩელსის“ თამაშსა და მის უკანა ხაზში დაბნეულობას აუცილებლად შეიტანდა“.

შეგახსენებთ, რომ 5 ტურში დაგროვებული 7 ქულით „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში მეთვრამეტე ადგილზეა და უკვე ცხადია, რომ კატალონიელებს მერვედფინალში, ან თუნდაც გადათამაშებაში მოსახვედრად სერიოზული ოფლისღვრა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ჩვენი სტილია“ - ფლიკი ბარსელონას დაცვის მაღალ ხაზზე
„ეს ჩვენი სტილია“ - ფლიკი ბარსელონას დაცვის მაღალ ხაზზე