ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ფინალში წააგო
რაგბის 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, რომელიც პრაღაში იმართებოდა დასრულდა. მონაწილეობას საქართველოს ასაკობრივი ნაკრებიც იღებდა, რომელიც სამწუხაროდ ფინალში ესპანეთთან 11:16 დამარცხდა.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტიტულის დაცვა ვერ მოახერხეს. საქართველოს მხრიდან ერთადერთი ლელო ლუკა წიკლაურმა დადო და ჩვენებურებმა პირველი ტაიმი 5:3 მოიგეს.
მეორე ნახევარში ესპანელები გააქტიურდნენ და ორი ჯარიმა გაიტანეს. შემდეგ კი გარსიამ ლელო დადო, გარდასახვა კი ტეხერინამ ზუსტად შეასრულა.
ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა ორი ჯარიმა გაიტანეს. თავი ბუხრიკიძემ და გაბუნიამ გამოიჩინეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მატჩის შემოტრიალება ვეღარ შეძლო და როგორც უკვე მოგახსენეთ, 11:16 დამარცხდა.