ვასილ ლობჟანიძე, შალვა მამუკაშვილი, მიხეილ შიოშვილი
Aa
Aa

ლობჟანიძე მამუკაშვილს გაუთანაბრდება - ბორჯღალოსნების შემადგენლობა

კვირას, 8 მარტს, საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის გუნდს უმასპინძლებს. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მარკო ბორტოლამიმ შემადგენლობა დღეს გამოქვეყნა და წინა შეხვედრასთან შედარებით ძირითადში ოთხი ცვლილებაა. პირველივე წუთებიდან თამაშს ირაკლი აფციაურის, ლუკა ივანიშვილის, გელა აფრასიძის და გიორგი კვესელაძის ნაცვლად გიორგი მელიქიძე, ილია სპანდერაშვილი, ვასილ ლობჟანიძე და თორნიკე კახოიძე დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), 21. მიხეილ შიოშვილი (ტულონი); 22. მიხეილ ალანია (ორიაკი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).

ლობჟანიძე ნაკრებში 103-ე თამაშს ჩაატარებს, რითაც შალვა მამუკაშვილს გაუთანაბრდება. თადარიგშია ახალგაზრდა მიხეილ შიოშვილი, რომელიც მოედანზე გამოჩენის შემთხვევაში ეროვნულ გუნდში პირველად ითამაშებს. შიოშვილს, რომელიც 2025 წლის მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბადირი გახდა, ცოტა ხნის წინ დებიუტი საფრანგეთის TOP 14-შიც ჰქონდა და „ტულონის“ რიგებში ითამაშა.

ცნობისათვის, საქართველო - რუმინეთის შეხვედრა ავჭალის სტადიონზე კვირას 15:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები ფინალში გავლენ და მათი მეტოქე პორტუგალია-ესპანეთის წყვილში მოგებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეხუთე ლელო სეზონში - პაპუნაშვილის ბრწყინვალე მოქმედება
მეხუთე ლელო სეზონში - პაპუნაშვილის ბრწყინვალე მოქმედება