ისტორია დაწერილია - საქართველოს ქალ მორაგბეთა ნაკრების პირველი მატჩი და პირველი მოგება
Aa
Aa

ისტორია დაწერილია - საქართველოს ქალ მორაგბეთა ნაკრების პირველი მატჩი და პირველი მოგება

ქართულ რაგბში ახალი ისტორია დაიწერა - საქართველოს ქალ მორაგებთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მოიგო.

ჩვენებურები რუმინეთს სტუმრად დაუპირისპირდნენ და უშანსოდ გაანადგურეს. საქართველომ 43:0 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა გოგოებმა 7 ლელო დადეს და ოთხი გარდასახვა ზუსტად შეასრულეს.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული მოთამაშე მანონი საღარაძე გახლავთ, რომელიც 7-ქალა ნაკრების ლიდერია. რუმინეთის წინააღმდეგ მან ერთი ლელო დადო. 

სრული განაცხადი კი ასეთი იყო:

მანონი საღარაძე, კირა დანელია, ანანო ხაბულიანი, ირმა გულიაშვილი, მარიამ ბერნაძე, თეონა ჩიტაიშვილი, სალომე საღარაძე, ანა რურუა, თამარ მანაგაძე, ანა კაპანაძე, ნათია გავაშელიშვილი, ლიკა ხუფენია, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ანა დათიაშვილი, მირანდა სააკიანი, ანასტასია ახვლედიანი, ნინო გოგოლაძე, გურანდა ხიჯაკაძე, თინი გორდეზიანი, ვერო კუნდუხაშვილი, ნინო მეფარიშვილი, ტატა ბუზალაძე.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები