გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის“ - ინგლისური პრესა მამარდაშვილზე

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „ენფილდზე“ „პსვ ეინდჰოვენთან“ განადგურდა (1:4). მატჩის შემდეგ ინგლისური პრესა ქართველი მეკარის თამაშს ასე გამოეხმაურა:

Liverpool Echo: პსვ-ს პენალტის შემთხვევაში უშანსოდ იყო, სხვა მხრივ კი პირველ ტაიმში თამაშში ჩართული არ ყოფილა. შესაძლოა, უფრო სწრაფად უნდა გამოსულიყო მეორე გოლის ეპიზოდში, მესამე-მეოთხე გოლებში კი ვერ დაადანაშაულებ.

This Is Anfield: პენალტის შემთხვევაში საპირისპირო კუთხეში გადახტა და ვერც გუუს ტილის დარტყმა მოიგერია, მაგრამ მისი ბრალი არც ერთი გოლი არ ყოფილა. ბურთით თამაშში ხანდახან არაზუსტი იყო, ხშირად უბრალოდ მეტოქის ნახევარზე ძლიერად ურტყამდა, თუმცა ეს გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, როგორი არაორგანიზებული გუნდის კარს იცავს.

Daily Mail: პსვ-ს გოლების შემთხვევაში ბევრს ვერაფერს იზამდა. მისი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ალისონი არ ჰქვია, ბრაზილიელი მეკარე კი მატჩის წინ ავად გახდა.

Goal.com: მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ ალბათ სკამზე დარჩენას ისურვებდა, ვინაიდან „ლივერპულის“ დაცვა არაერთხელ შეცდა. 4 გაშვებული გოლიდან ვერც ერთში მამარდაშვილს ბრალი არ მიუძღვის.

შეგახსენებთ, რომ „პსვ ეინდჰოვენთან“ საშინაო მარცხის შემდეგ (1:4) „მერსისაიდელებს“ ყველა ტურნირზე ბოლო 12 მატჩში 9 მარცხი დაუგროვდა. ჩემპიონთა ლიგაზე „წითლები“ მე-13 ადგილზე, პრემიერლიგაში კი მე-12 ადგილზე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სრული რეგრესი - ლივერპული პსვ-სთან ენფილდზე განადგურდა
სრული რეგრესი - ლივერპული პსვ-სთან ენფილდზე განადგურდა