ლივერპული, პსვ, არნე სლოტი
Aa
Aa

სლოტი: “ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს 4:1-ს წავაგებდით“

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურში ლივერპული საკუთარ კედლებში პსვ-სთან 4:1 წააგო. მატჩის დასრულების შემდეგ, მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სლოტი:

„ემოციები ძალიან ნეგატიური და იმედგაცრუების მომგვრელია. პირველი გოლი ყოვლად უაზროდ გავუშვით. პოზიტიურად მინდა შევაფასო ჩემი ფეხბურთელების რეაქცია მას შემდეგ, რაც პირველი გოლი გავუშვით. თამაშში დავბრუნდით და შანსები გვქონდა, რომ 2:1 გაგვეხადა. ვფიქრობ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს 4:1-ს წავაგებდით.

შესვენების შემდეგ, მეორე გოლი ძალიან სწრაფად გავუშვით. ანგარიშის გათანაბრების შანსები გვქონდა, მაგრამ გოლი აქეთ მივიღეთ. სამწუხაროდ, 4:1 ძალიან დიდი და მიუღებელი მარცხია. ერთადერთი, რაც მომეწონა პირველი ტაიმში ჩვენი რეაგირება იყო გარდამავალ ეპიზოდებში. ეკიტიკე ისე ვერ მოძრაობდა, როგორც სხვა მატჩებში და პრესინგზე სუსტად ითამაშა.

ახლა ერთადერთი გზა წინ წასვლაა. ჩვენს მდგომარეობას უნდა შევხედოთ, შევაფასოთ და ვიბრძოლოთ. პირველი ტაიმის შემდეგ, მქონდა განცდა, რომ წინ გავიდოდით. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა ან დაგეგმილი გვაქვს.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ლივერპულს 9 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში მერსისაიდელები ინტერს ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას კარგი მატჩი - პსჟ-მ ტოტენჰემი დაამარცხა
ხვიჩას კარგი მატჩი - პსჟ-მ ტოტენჰემი დაამარცხა