“მატჩზე გავლენა უნაკლო იყო“ - არტეტა ბაიერნის დამარცხების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურში არსენალმა ბაიერნი საკუთარ კედლებში 3:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, მეთოფეების მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა.
არტეტა:
„იცით რამ გამახარა ყველაზე მეტად? ჩვენმა დომინირებამ ! ამ თამაშს სხვა განზომილება დასჭირდა და ჩვენ ინდივიდუალურად გამორჩეულები ვიყავით. ეს გამარჯვება ფეხბურთელებს მეტ თავდაჯერებულობას და ნდობას მოუტანს.
ცვლილებები განვახორციელეთ, რომლებმაც შედეგი მოგვიტანა. ფეხბურთელებმა წარმოუდგენლად კარგად ითამაშეს. ძალიან კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ დღეს შესანიშნავები ვიყავით.
ძალიან მნიშვნელოვანია მადუეკეს, მარტინელის და ოდეგორის დაბრუნება. ჩვენი გავლენა დღევანდელ მატჩზე უნაკლო იყო. მოვიგებთ, თუ არა ჩემპიონთა ლიგას? არ ვიცი. დღეს საღამოს სიამოვნებას მივიღებთ და შემდეგ ჩელსისთან მატჩისთვის მოვემზადებით. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.“
შეგახსენებთ, რომ ლონდონის არსენალი ჩემპიონთა ლიგის ფაზას უდანაკარგოდ, 15 ქულით ლიდერობს. მეთოფეები პრემიერ ლიგასაც დამაჯერებლად ლიდერობენ და მეორე პოზიციაზე მყოფ ჩელსის 6 ქულით უსწრებენ.