სრული რეგრესი - ლივერპული პსვ-სთან ენფილდზე განადგურდა
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურში ლივერპულმა პსვ-ს უმასპინძლა და 1:4 განადგურდა. სასიამოვნო ის იყო, რომ ალისონის დაბრუნების მიუხედავად, ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი მოგვევლინა.
სამწუხაროდ, ქართველმა მეკარემ მერსისაიდულ გრანდს ვერ უშველა. სლოტის გუნდმა საშინელი მატჩი ჩაატარა.
ანგარიში მე-6 წუთზე პენალტის ნიშნულიდან ივან პერიშიჩმა გახსნა. ზუსტად 10 წუთში სობოსლაიმ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში მასპინძლები ბევრს უტევდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. პირიქით, საკუთარ კარში 3 უპასუხო გოლი მიიღეს.
56-ე წუთზე მამარდას კარი ტილმა აიღო, 73-ე და 91-ე წუთებზე ქუჰაიბ დრიუჩმა დუბლი შეასრულა და 4:1 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ლივერპულს 9 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში მერსისაიდელები ინტერს ესტუმრებიან.