გიორგი ზარია
Aa
Aa

საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე - ზარიას კოპენჰაგენთან მაგარი მატჩი ჰქონდა

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურში კაირატი კოპენჰაგენს ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. გიორგი ზარია სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ის მოედანზე გამოჩნდა.

დანიელები 3:0-ს იგებდნენ და ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა და სუპერ აქტიური იყო.

ჯერ გოლის გატანა თავად შეეძლო, თუმცა მისი თავური დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. შემდეგ თანაგუნდელს დიდებული პასი გაუკეთა, მაგრამ თავის მხრივ მეკარემაც კარგად ითამაშა და მოწინააღმდეგეს პირისპირ ურთულესი ბურთი აუღო.

ერთი გოლი სატპაიევმა გაქვითა. 90-ე წუთზე კი შესანიშნავი კომბინაციის და ზარიას პასის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე ბაიბეკმა შეამცირა. მატჩის ბოლო წუთზე ზარიას კიდევ 1 საგოლე გადაცემის ჩაწერა შეეძლო აქტივში, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე კვლავ მეკარე აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, კაირატს 1 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში 35-ე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ყაზახური გუნდი ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები