მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„რუსების პოლიტიკის გამო არ მომწონდა, ახლა კი...“ | დვალიშვილმა იანზე ილაპარაკა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ პიოტრ იანის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა.

ამ ორი მებრძოლის რევანში 7 დეკემბერს, ლას-ვეგასში, UFC 323-ზე გაიმართება.

„[პირველ ბრძოლამდე] ის არ მომწონდა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის რუსების პოლიტიკის გამო. ჩვენი მენტალიტეტი ასეთია, რომ როდესაც ვინმეს ამარცხებ და შენი მეტოქე წარმატებით ბრუნდება, იწყებ მის გულშემატკივრობას. ჩემთან ბრძოლის შემდეგ, მან სამჯერ იჩხუბა და მე ძალიან ვგულშემატკივრობდი მას, ახლა პიოტრი მომწონს“, - თქვა „მანქანამ“.

შეგახსენებთ, რომ ქართველი „მანქანა“ პიოტრ იანს მეორედ დაუპირისპირდება. „მანქანისთვის“ ეს მიმდინარე წელს მეოთხე ჩხუბი იქნება - იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვი, ივნისში შონ ომალი, სექტემბერში კი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

რაც შეეხება იანს, მერაბთან მარცხის შემდეგ (2023 წლის მარტი) რუსმა მებრძოლმა ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგო - სონგ იადონგთან, დეივისონ ფიგერედოსთან და მარკუს მაკგისთან (სამივე - მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით). მის ანგარიშზე MMA-ში 19 მოგება და 5 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიას საბრძოლო ორგანიზაციის მეწილე გახდა
კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიას საბრძოლო ორგანიზაციის მეწილე გახდა