კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ნეიმარი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„მესის აჯობებს? არ მგონია... მეშინია რომ ის ნეიმარის გზას გაჰყვება“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი ლუი საა არ მიიჩნევს, რომ „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი ლიონელ მესის დონემდე მივა ან მას აჯობებს.

საა შიშობს, რომ იამალის არიერა უფრო ნეიმარის კარიერას დაემსგავსება, ვიდრე მესის.

„შეძლებს კი ლამინ იამალი ოდესმე და ლიონელ მესის აჯობებს? მისთვის კარგი იქნებოდა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ეჭვი მეპარება, რომ ამას მიაღწიოს, რადგან ვხედავ ლამინ იამალის თვისებებს, როგორც ფეხბურთელისა, მაგრამ არ ვხედავ იმგვარ შეპყრობილობას, როგორიც კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა, როცა ის ნამდვილად კონცენტრირებულია საკუთარ თამაშზე.

ეს ბიჭები (მესი და რონალდუ) აბსოლუტურად შეპყრობილები იყვნენ. იამალის გარშემო უკვე არის ყურადღების გამფანტავი ზოგიერთი ფაქტორი, და ეს არ არის კარგი. ვფიქრობ, შეამჩნევთ, რომ მას თამაშის დროს ყურადღება ეფანტება, ისევე როგორც ნეიმარს, რომელსაც, ჩემი აზრით, უფრო მაღალი დონის თვისებები გააჩნდა, მაგრამ მისი სრულად რეალიზება ვერ შეძლო.

მთელი ამ წლების განმავლობაში, არ მინახავს არავინ ნეიმარის მსგავსი. მაშინაც კი, თუ იამალი წარმოუდგენელია, ვფიქრობ, ნეიმარი უბრალოდ სხვა დონე იყო, მაგრამ მას არ ჰქონდა საუკეთესო ცხოვრების წესი, და წლების განმავლობაში ტრავმებს იღებდა და ჩათრეული იყო ისეთ რაღაცებში, რამაც მის კარიერას ავნო.

ძალიან მეშინია, რომ იამალი იმავე გზას დაადგეს. ეს სამწუხარო იქნება ფეხბურთისთვის,“

– განაცხადა საამ OLBG-სთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები