ნადალი: ვინიმ უნდა გაიგოს რას ნიშნავს რეალი და ავტორიტეტს პატივი სცეს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი თვლის, რომ ვისინიუსისა და ჩაბი ალონსოს კონფლიქტი დიალოგით მოგვარდება.
ჩოგბურთის ცოცხალმა ლეგენდამ ვინის რამდენიმე რჩევაც მისცა.
„ვფიქრობ, სიტუაციის მოგვარება დიალოგის გზით არის შესაძლებელი, რადგან ყველა ერთ მხარესაა. მიმაჩნია, რომ ვინიციუსმა უნდა გაიგოს, ვინ არის ავტორიტეტი და პატივი სცეს ამას, იმის გათვალისწინებით, თუ რას ნიშნავს „რეალის“ მოთამაშეობა. მაგრამ ვფიქრობ, ის აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, და ის, რაც მისგან მოდის და ზოგჯერ არასათანადოდ აღიქმება, შეიძლება დიალოგით გამოსწორდეს და იმის გაცნობიერებით, რომ ყველაფერი მოგვარებადია.
უპირველეს ყოვლისა, მან თავად უნდა მოინდომოს გაუმჯობესების გზაზე დადგომა. როდესაც მესმის, რომ ინტერვიუში ის ამბობს - სურს გაუმჯობესდეს ყველა ასპექტში, ვფიქრობ, მან უნდა იპოვოს ძლიერი მოკავშირეები და დარწმუნებული ვარ, „რეალში“ და მის გარემოცვაში საჭირო ადამიანები მოიძებნებიან, რომლებიც რჩევებს მისცემენ“,
– განაცხადა ნადალმა Movistar+-ის ეთერში, პროგრამაში Universo Valdano.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ სურს კონტრაქტის გახანგრძლივება, სანამ მისი ურთიერთობა ალონსოსთან დაძაბული და რთული რჩება.