„გუნდთან ერთად ივარჯიშა“ | სლოტმა დაადასტურა, რომ ალისონი გამოჯანმრთელდა
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „წითლებს“ მომდევნო შეხვედრა „ვესტ ჰემთან“ ელით, და სლოტმა განაცხადა, რომ ალისონ ბეკერი, რომელმაც პსვ-სთან მატჩი გამოტოვა, თავს კარგად გრძნობს.
„ალისონმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. იმედი გვაქვს და ველოდებით, რომ ის მოახლოებული უქმეებზე გასამართი შეხვედრისთვის მზად იქნება“, — აღნიშნა სლოტმა.
ალისონმა პსვ-სთან მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა. მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი გამოჩნდა და, სამწუხაროდ, მეტოქისგან ოთხი გოლი გაუშვა. სლოტს „მამარდას“ შესახებ არაფერი უთქვამს.
საინტერესოა, რომ კლუბთან დაახლოებული წყაროების ცნობით, დღეს „ლივერპულის“ საწვრთნელ ბაზაზე საგანგებო შეხვედრა გაიმართა. სლოტმა საბოლოო გაფრთხილება მიიღო: თუ „წითლებმა“ პრემიერ ლიგის მომდევნო ორ თამაშში ექვსი ქულა ვერ აიღეს, მხარეები დიდი ალბათობით თანამშრომლობას შეწყვეტენ. „ვესტ ჰემის“ გარდა, მერსისაიდელები „სანდერლენდს“ შეხვდებიან.