კონორ მაკგრეგორი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ჩამოდი, სერიოზულად გიმკურნალებთ“ - ხაბიბმა კონორი დაღესტანში მიიპატიჟა

კონორ მაკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ უკიდურესად დაიძაბა, თუმცა ამჯერად ირლანდიელი და დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონს გარეთ, სოციალურ ქსელში დაუპირისპირდნენ. როგორც ყველასთვის კარგად ცნობილია, კონორმა ხაბიბის ციფრული ფაფახების რეალიზაციის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ნურმაგომედოვი გარდაცვლილი მამის სახელსა და დაღესტნის კულტურას გულშემატკივრების მოსატყუებლად იყენებს, რაზეც ხაბიბის პასუხმა არ დააყოვნა და ასეთი იყო:

„დაღესტანში მდებარე ჩემს სარეაბილიტაციო ცენტრში როგორც ვიცი 56 ყოფილი ნარკომანი მკურნალობს და თუ კონორი აქ ჩამოვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაზე სრული სერიოზულობით დაკავდებიან. ზოგადად ბევრს ცდილობდა ემკურნალა, მაგრამ მექსიკაში მისმა ვიზიტმა სათანადო შედეგი არ გამოიღო და ამას ლამის ყოველი საჯარო გამოსვლის დროს ადასტურებს“.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის მსუბუქ წონით კატეგორიაში ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს შორის საჩემპიონო ორთაბრძოლა 2018 წელს გაიმართა და დაღესტნელმა ირლანდიელი მეტოქე საბმიშენით დაამარცხა, ბრძოლის დასრულების შემდეგ კი მხარეებს შორის სერიოზული ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გარდაცვლილი მამის სახელით ქომაგებს ატყუებ“ - კონორის ბრალდება ხაბიბს
„გარდაცვლილი მამის სახელით ქომაგებს ატყუებ“ - კონორის ბრალდება ხაბიბს