„კარიერის პიკზე დავაძინებდი“ - ფერგიუსონმა მახაჩევზე ისაუბრა
ქვესაშუალო წონაში გადასვლისა და მეორე დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ, ისლამ მახაჩევზე ბევრი საუბრობს. უმრავლესობა თანხმდება, რომ დაღესტნელი UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ისლამის ბრძოლის სტილს მოსაწყენად მიიჩნევენ და ამის გამო საჯაროდ აკრიტიკებენ. სტილზე არ უსაუბრია, თუმცა ტონი ფერგიუსონმა მახაჩევზე მაინც საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რასაც ალბათ უახლოეს მომავალში გარკვეული გამოხმაურება მოჰყვება.
ტონი ფერგიუსონი
არ დავმალავ და გეტყვით - თავიდან მეგონა, რომ ისლამ მახაჩევი ბოლომდე ხაბიბ ნურმაგომედოვის სპარინგ-პარტნიორად დარჩებოდა. მათი თავგადასავალი ალჯამეინ სტერლინგისა და მერაბ დვალიშვილის ისტორიას მახსენებს. ალჯო როგორცკი წავიდა ამ წონიდან, მერაბი საბოლოოდ გაბრწყინდა.
ყოველთვის ვთვლიდი, რომ ისლამი იყო ის სპორტსმენი, რომელიც ბრძოლებისთვის ხაბიბზე კარგად მოემზადებოდა და უკეთეს შედეგებს აჩვენებდა. ასეც მოხდა, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - კარიერის პიკზე მყოფი მახაჩევს უკანალში პანღურს ამოვარტყამდი და დავაძინებდი.
ცნობისათვის, 41 წლის ტონი ფერგიუსონი ოქტაგონზე ბოლოს 2024 წლის 3 აგვისტოს გავიდა და მაიკლ კიეზასთან დამარცხდა, იქამდე კი, 2023 წლის დეკემბერში მსაჯების გადაწყვეტილებით პედი პიმბლეტისთან წააგო.