კონორ მაკგრეგორი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„გარდაცვლილი მამის სახელით ქომაგებს ატყუებ“ - კონორის ბრალდება ხაბიბს

კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად სოციალური ქსელების საშუალებით.

ამჯერად, ირლანდიელმა კომენტარი გააკეთა Telegram-ში რუსი მებრძოლის ციფრული ფაფახების გაყიდვის შესახებ და ამ პროექტს თაღლითობა უწოდა.

„არა, უბრალოდ არ შეიძლება, რომ „კარგმა ბიჭმა“ ხაბიბმა გამოიყენოს გარდაცვლილი მამის სახელი და დაღესტნის კულტურა, რათა თავისი ფანები მოატყუოს, გაყიდოს უამრავი ციფრული NFT, შემდეგ კი გაყიდვისთანავე წაშალოს მთელი კონტენტი და თავისი გულშემატკივრები ფულის გარეშე დატოვოს.

კარგი ადამიანი უბრალოდ ასე არ მოიქცევა. რა სირცხვილია და რა ლაქაა მამის სახელზე. უბრალოდ ვაუ! ფანების მოტყუება მამის სახელისა და ქვეყნის კულტურის გამოყენებით – ეს ისეთი მდაბიო საქციელია. „მამის გეგმა“ ახლა „მამის მოტყუება“ გახდა. ძალიან სამწუხაროა.

მეორე მხრივ, სასიამოვნო იყო, როცა დავინახეთ, როგორ მიაგო ისლამ მახაჩევმა პატივი მამას: მხრებზე ორი ჩემპიონის ქამარი დაადო და თქვა: „ორგზის მსოფლიო ჩემპიონების ბევრი მამა არ არსებობს!“ ეს სიმართლეა,“

– დაწერა მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში.

ნურმაგომედოვის პასუხმა არ დააყოვნა.

„შენ აბსოლუტური მტყუანი ხარ. მატყუარა ადამიანი. შენ ყოველთვის შეეცდები ჩემი სახელის შელახვას მას შემდეგ, რაც იმ საღამოს განადგურდი, მაგრამ ამას ვერასდროს შეძლებ!

დიახ, კარგი ბიჭები ასე არ იქცევიან. ისინი არ ქმნიან ექსკლუზიურ ციფრულ საჩუქრებს რეალური ღირებულებით, რომელთა გაზიარებაც შესაძლებელია მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან. საჩუქრებს ფაფახის ფორმით – ქუდის, რომელიც დაღესტნელი ხალხის ტრადიციებსა და კულტურას განასახიერებს. ტრადიციები და კულტურა, რომელიც ვრცელდება მთელ მსოფლიოში, მოგწონს ეს თუ არა! საჩუქრები, რომელთა პოვნაც ექსკლუზიურად Telegram-ში – მსოფლიოს საუკეთესო მესენჯერშია შესაძლებელი,“

– დაწერა ნურმაგომედოვმა.

29 ათასი ფაფახის შეზღუდული ტირაჟი, რომელიც ხაბიბ ნურმაგომედოვის 29 გამარჯვების რეკორდის სიმბოლოა, ერთ დღეში გაიყიდა. საშუალო ფასად – 10100 Telegram-ის ვარსკვლავი თითოეულზე, რაც სხვადასხვა შეფასებით 300-დან 400 მილიონ რუბლამდე შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები