ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„UFC ილიას უფრთხილდება, ეს ბრძოლა არ სურთ, რადგან ქამარს დაკარგავს“

პრომოუტერმა ქამილ გაჯიევმა ცარუკიანსა და თოფურიას შორის ბრძოლის ორგანიზების ალბათობა შეაფასა. მან განიხილა UFC-ის მსუბუქ და ნახევრად საშუალო წონებში არსებული ვითარება სატიტულო ბრძოლებთან დაკავშირებით.

– თოფურიას ყველა მოქმედება და სიტყვა იმაზე მეტყველებს, რომ ის არ აპირებს არმანთან ჩხუბს, და UFC-საც თითქოს არ სურს მათი ერთმანეთთან დაპირისპირება. როგორ ხედავთ ამ სიტუაციას?

„შევეცდები, ვივარაუდო, როგორ შეიძლება მოიფიქროს მანევრი UFC-მ და რა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში. დავუშვათ, გვაქვს ინფორმაცია, რომ UFC-ს არ სურს ცარუკიანი-თოფურიას ბრძოლის გაკეთება, რადგან მსუბუქი წონის მებრძოლებიდან ყველაზე საინტერესო, ყველაზე მედიაგენური ილია თოფურია ამ შეხვედრაში დიდი ალბათობით ქამარს დაკარგავს. და უკვდავი, უშიშარი ადამიანის იმიჯი გაქრება.

რისკები საკმაოდ მაღალია, იმის გათვალისწინებით, თუ რა კონდიციაში იმყოფება არმანი. UFC-ს ახლა შეუძლია, საკმაოდ სწრაფად მოაწყოს ბრძოლა თოფურიასა და, მაგალითად, პიმბლეტს შორის. რატომ? იმიტომ, რომ არმანმა ახლახან იჩხუბა. ასეთ დონეზე კი ბრძოლები ხშირად ექვს თვეში ერთხელ ტარდება. ამიტომ ცარუკიანს ეტყვიან: „არმან, საერთოდ არ არის პრობლემა, შენ ხარ შემდეგი პრეტენდენტი, მაგრამ ეს იქნება აპრილში“.

ამ დროის განმავლობაში კი შეიძლება თოფურიასა და პიმბლეტის ბრძოლის ორგანიზება მოესწროს – ეს არის მაგარი, მედიაგენური დაპირისპირება. პიმბლეტი და თოფურია ძალიან ენამახვილები არიან, ლაპარაკისას უხეშ სიტყვებს არ ერიდებიან, ერთმანეთს „გააპიარებენ“. და მორჩა, საკითხი მოგვარებულია. ბრძოლა უკვე „გაცხელებულია“. შემდეგ რა? როდესაც თოფურია პიმბლეტს მოუგებს, და სავარაუდოდ ასეც იქნება, ილია იტყვის, რომ მსუბუქი წონა აღარ აინტერესებს და მახაჩევთან, 77 კგ-ში გადადის. არმანი კი 70 კგ-ში ვაკანტური ტიტულისთვის იჩხუბებს,“

– თქვა ქამილ გაჯიევმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები