მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალეშანდრე პანტოჟა
Aa
Aa

„მერაბი ტანკივითაა“ - პანტოჟას პროგნოზი დვალიშვილი VS იანზე

UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალეშანდრე პანტოჟამ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა და „მანქანის“ გამარჯვება იწინასწარმეტყველა.

რა თქვა „კანიბალმა“:

„ეს მერაბისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩხუბი იქნება. პიოტრი ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით დგომში, თუმცა ფსონს მაინც მერაბზე ვდებ. ბოლო ჩხუბებში ის შესანიშნავად გამოიყურებოდა, ტანკივითაა! საკმარისი გამძლეობა აქვს იმისთვის, რომ იმდენჯერ გადაგიყვანოს პარტერში, რამდენჯერაც მოინდომებს. პიოტრ იანი ძალიან მომწონს, მაგრამ მერაბი გადაწყვეტილებით გაიმარჯვებს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი 7 დეკემბერს პიოტრ იანს მეორედ დაუპირისპირდება. „მანქანისთვის“ ეს მიმდინარე წელს მეოთხე ჩხუბი იქნება - იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვი, ივნისში შონ ომალი, სექტემბერში კი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

რაც შეეხება იანს, მერაბთან მარცხის შემდეგ (2023 წლის მარტი) რუსმა მებრძოლმა ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგო - სონგ იადონგთან, დეივისონ ფიგერედოსთან და მარკუს მაკგისთან (სამივე - მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით). მის ანგარიშზე MMA-ში 19 მოგება და 5 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სავსებით შესაძლებელია“ | დომინიკ კრუზის რჩევა იანს თუ როგორ დაამარცხოს მერაბი
„ეს სავსებით შესაძლებელია“ | დომინიკ კრუზის რჩევა იანს თუ როგორ დაამარცხოს მერაბი