ფრე თბილისის დინამოსთან - რუსთავის მორიგი კარგი მატჩი
Crystalbet ეროვნული ლიგის მე-2 ტურში ახლად აღზევებული რუსთავი თბილისის დინამოს ესტუმრა და ქულები წაართვა.
გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა დაცვითი ტაქტიკა აირჩია, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნეს. საპირისპიროდ კი რუსთავმა კარისკენ მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა.
აღსანიშნავია, რომ რუსთავმა Crystalbet ეროვნულ ლიგაში გამოსვლა დიდებულად დაიწყო და 2 ტურის შემდეგ, ცეცაძის გუნდს 4 ქულა აქვს. სატურნირო ცხრილში კი ამ მომენტისთვის მე-3 ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ რუსთავმა Crystalbet ეროვნული ლიგის პირველ ტურში საკუთარ კედლებში, ქუთაისის ტორპედო მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. შემდეგ ტურში, რუსთავი გაგრას უმასპინძლებს.