არსენალი, ლევერკუზენი, კაი ჰავერცი
Aa
Aa

ანდრიხის და ჰავერცის გოლები - ყველაფერი ლონდონში გადაწყდება

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლევერკუზენის ბაიერმა ლონდონის არსენალს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ყველაფერი ინგლისში გადაწყდება.

საინტერესო ის გახლავთ, რომ მატჩის მიმდინარეობისას, გერმანელებმა ინგლისელებზე გაცილებით მეტი საგოლე მომენტი შექმნეს.

ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში, კონკრეტულად კი 46-ე წუთზე ანდრიხმა თავური დარტყმით რაიას კარი აიღო და ლევერკუზენი დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ, არტეტას გუნდი თითქოს გააქტიურდა, მაგრამ საბოლოო ჯამში საკმაოდ ნელი ტემპით თამაშობდა, რაც ისეთი სწრაფი გუნდისგან, როგორიც არსენალია გასაკვირია.

მატჩის მიწურულს, ბაიერის კარში  პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად კაი ჰავერცმა აქცია. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეიცვალა.

ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 17 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთში ემოციებს კლავს“ - აზარი VAR-ის გაუქმების მომხრეა
„ფეხბურთში ემოციებს კლავს“ - აზარი VAR-ის გაუქმების მომხრეა