სპაერი
Aa
Aa

სპაერმა გაგრას მოუგო - კიღურაძის გუნდი Crystalbet ეროვნულ ლიგაში გალიდერდა

Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ახლად აღზევებული სპაერი გაგრას ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული მატჩი იხილეს. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, მაგრამ უფრო ზუსტები სტუმრები იყვნენ.

ანგარიში მე-14 წუთზე თამაზ ცეცხლაძემ გახსნა. 32-ე წუთზე გოჩა ცირდავამ სხვაობა ორამდე გაზარდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი და შედარებით უხეში გამოდგა. მატჩის არბიტრმა 6 ყვითელი ბარათი გამოიყენა. საბოლოო წერტილი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მატენჯვამ დასვა.

შეგახსენებთ, რომ სპაერმა 3 მატჩიდან ორში გამარჯვება იზეიმა და ამჟამად 6 ქულით Crystalbet ეროვნული ლიგის ლიდერია, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვა გუნდებზე 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. შემდეგ ტურში, ანზორ კიღურაძის გუნდი სამგურალს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Kicker-ის სიმბოლურში | კიტეიშვილს კარგი თამაში დაუფასდა
Kicker-ის სიმბოლურში | კიტეიშვილს კარგი თამაში დაუფასდა