ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„სიომინმა მასში დიდი ტალანტი დაინახა, მაგრამ...“ - ხვიჩაზე ყოფილმა გუნდელმა ისაუბრა

მოსკოვის „ლოკომოტივში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდელმა, დმიტრი ტარასოვმა ქართველი შემტევის „ლოკომოტივში“ ყოფნა გაიხსენა და განაცხადა, რომ კლუბმა ის სათანადო დონეზე ვერ დააფასა. იმის მიუხედავად, რომ იმ დროს ხვიჩას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა მასში დიდი ტალანტი დაინახა, „ლომოტივის“ ხელმძღვანელები მის შენარჩუნებაში ვერ დაარწმუნა.

რას ამბობს ტარასოვი:

„ლოკომოტივში“ ის ვერ დააფასეს. მისი ნიჭიც ვერ დაინახეს. ის იური სიომინმა შეამჩნია. როცა პირველ ვარჯიშზე ვნახე, რუსულად საერთოდ ერთი სიტყვაც არ ესმოდა. სიომინმა თქვა, რომ დიდი ტალანტი ჰქონდა და ბევრს მიაღწევდა. მისი დატოვება ძალიან უნდოდა და ეს  აუცილებელიც იყო. არ მახსოვს, მაშინ ვინ იყო კლუბის პრეზიდენტი, მაგრამ ის სიომინს არ დაეთანხა. შემდეგ კი ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა.“

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივიდან“ ხვიჩა ჯერ ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, შემდეგ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, საიდანაც „ნაპოლიში“ აღმოჩნდა. ამჟამად კვარა პსჟ-ს ღირსებას იცავს და ფრანგულ გუნდთან ერთად ზედიზედ ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ის ფანების პროტესტი იგეგმება - მიზეზი ცნობილია
პსჟ-ის ფანების პროტესტი იგეგმება - მიზეზი ცნობილია