მენდესი მახაჩევისთვის ყველაზე საშიშ მეტოქედ უსმანს მიიჩნევს
UFC-ის ქვესაშულო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელი, ხავიერ მენდესი, მიიჩნევს, რომ ტიტულის ყოფილი მფლობელი, ნიგერიელი კამარუ უსმანი სტილის თვალსაზრისით, ისლამისთვის ყველაზე საშიში მეტოქეა.
„არ ვიცი, როდის შედგება შემდეგი ბრძოლა და იქნება თუ არა ის კამარუსთან, მაგრამ თუ ეს კამარუ იქნება, ის ძალიან კარგი მოჭიდავეა კარგი დარტყმითი ტექნიკით და გამოცდილებით. უსმანი ძალიან საშიშია და მე ვთვლი, რომ ის პოტენციურად ყველაზე საშიში მეტოქეა ისლამისთვის სტილისტიკის თვალსაზრისით“, – თქვა მენდესმა.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა 16 ნოემბერს, UFC 322-ზე, ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.
რაც შეეხება უსმანს, მან ბოლოს 15 ივნისს იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ხოაკინ ბაკლი დაამარცხა.