ისლამ მახაჩევი, შავკატ რახმონოვი
Aa
Aa

რახმონოვი: მახაჩევისთვის ყველაზე სერიოზული მეტოქე ვარ

UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლი, შავკატ რახმონოვი მიიჩნევს, რომ ისლამ მახაჩევისთვის ყველაზე სერიოზული მეტოქეა.

მახაჩევმა 16 ნოემბერს, UFC 322-ზე, ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.

„ვხედავ, რომ ჩვენი ბრძოლა ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება. ისლამი, როგორც ყოველთვის, შეეცდება პარტერში გადასვლას და ჭიდაობას, მაგრამ ვფიქრობ, მზად ვიქნები მისი თეიქდაუნებისთვის და ყველაფრისთვის, რასაც შემომთავაზებს. მე ცუდი მეტოქე ვარ ისლამისთვის. შემიძლია ვიბრძოლო ყველგან: დგომში, პარტერში, ქლინჩში. ვფიქრობ, ისლამს ეს ესმის, ისევე როგორც მის გუნდს. სიმართლე გითხრათ, მე მისთვის ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგე ვარ“, – თქვა შავკატ რახმონოვმა.

შეგახსენებთ, რომ რახმონოვმა ბოლოს 2024 წლის დეკემბერში იბრძოლა, როდესაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იან გარი დაამარცხა. მისი რეკორდი UFC-ში არის 7-0.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყალბი ადამიანია, მართლა ეს რომ ექნა, შემეძლო იქვე მომეკლა“ | ცარუკიანი ილიაზე
„ყალბი ადამიანია, მართლა ეს რომ ექნა, შემეძლო იქვე მომეკლა“ | ცარუკიანი ილიაზე