მბაპე ვინისიუსზე: ცოტას ესმის ფეხბურთს ისე, როგორც მას
„რეალის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ვინისიუს ჟუნიორი გუნდისთვის საკვანძო მოთამაშედ დაასახელა.
სამეფო გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა (4:3). ოთხივე გოლი მბაპემ გაიტანა, ვინისიუსმა კი ორი საგოლე პასი შეასრულა.
„ჩემთვის დიდი პატივია მისნაირი დონის ფეხბურთელთან თამაში. კარიერაში გამიმართლა, რომ ბევრ მაღალი კლასის შემტევ მოთამაშესთან მითამაშია. ძალიან მიხარია ვინისთან თამაში, ცოტას ესმის ფეხბურთი ისე, როგორც მას და ვინისიუსს ნამდვილად შეუძლია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენ უნდა მივცეთ მას სივრცე თვითგამოხატვისთვის, ის ფუნდამენტური მოთამაშეა ჩვენთვის. ბოლო სამ მატჩში მე ვერ ვქმნიდი განსხვავებას და ვერ ვეხმარებოდი გუნდს სათანადოდ, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო წინსვლა და ეფექტიანობის გამოვლენა, გუნდისთვის არა მხოლოდ სტატისტიკურად, არამედ თამაშში შეტანილი წვლილის თვალსაზრისით დახმარება“, – თქვა მბაპემ Canal+-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსის მოქმედი კონტრაქტი „ბლანკოსთან“ 2027 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. მოლაპარაკებები მის გაგრძელებაზე იანვარში დაიწყო, მაგრამ ჩიხში შევიდა მხარეების შეთანხმების მიუღწევლობის გამო.
გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელმა 18 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.