ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„არსებობს წესები და ეს უნდა დაიცვას“ - მოსაზრება თოფურია-მახაჩევის ბრძოლაზე

დღეს გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას UFC-ში არა იანვარში როგორც თავიდანვე დააანონსებული იყო, არამედ გაზაფხულზე ჩაატარებს, დიდი აჟიოტაჟი ატყდა. ბევრი მიიჩნევს, რომ „ელ მატადორის“ მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ მისი ზედა წონაში ასვლისა და ისლამ მახაჩევთან დაპირისპირების შანსი არსებობს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის აზერბაიჯანელი მებრძოლი ნაზიმ სადიხოვი, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა:

„როგორ შეიძლება მსუბუქ წონით დივიზიონში მოიპოვო საჩემპიონო ქამარი, არც ერთხელ არ დაიცვა და გადახვიდე ქვესაშუალო წონაში? დავუშვათ თოფურიას ამის უფლება მისცეს და დაამარცხა ისლამი, შემდეგ რას აპირებს? 84 კილოგრამში გადავა? საჭიროა ყოველთვის ტიტულის დაცვა, დომინანტი ჩემპიონის სახელის მოხვეჭა და ამ ყველაფერზე ფიქრის შემდეგ დაწყება. დამიჯერეთ, თუ ილია-ისლამის დაპირისპირება ქვესაშუალო წონაში მართლაც შედგა, ეს ნამდვილი ფარსი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ილია თოფურიას მსგავსად, ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარიერის პიკზე დავაძინებდი“ - ფერგიუსონმა მახაჩევზე ისაუბრა
„კარიერის პიკზე დავაძინებდი“ - ფერგიუსონმა მახაჩევზე ისაუბრა