ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ილიას დასამარცხებლად ყველაზე კარგი სტილი არმანს აქვს“ | რას ამბობს დომინიკ კრუზი

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დომინიკ კრუზმა მსუბუქ წონაზე ისაუბრა. კრუზმა დაასახელა მებრძოლი, რომელსაც, მისი აზრით, ილია თოფურიას დამარცხების ყველაზე კარგი შანსი აქვს.

„არმან ცარუკიანი ის მებრძოლია, რომელსაც მსუბუქ წონით დივიზიონში თოფურიას დასამარცხებლად ყველაზე შესაფერისი სტილი აქვს. სტილის მხრივ, ცარუკიანი ნამდვილად ნომერ პირველია, მაგრამ თუ მნიშვნელობაზე, ისტორიაზე, ბილეთების გაყიდვებსა და პრომოუტირებაზე ვისაუბრებთ, მაშინ პედი პიმბლეტი უნდა ვახსენოთ.

როდესაც შენი ბაზა გრეპლინგია და სტრაიკინგშიც ისეთი დონის ხარ, როგორზეც თოფურია დგას, სრულყოფილ მებრძოლობას უახლოვდები. ავსტრალიაში რომ ვერ ჭიდაობენ, ეს ყველამ ვიცით და დენ ჰუკერს არაფერი გამოუვიდა. თოფურიას კარგი ჭიდაობა აქვს და არმანისთვის მასთან ჩხუბი სწორედ ამიტომ იქნება განსხვავებული.“

შეგახსენებთ, რომ ჰუკერის დამარცხების შემდეგ არმან ცარუკიანმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი ბრძოლის გამართვას არ აპირებს. მისი მიზანი ტიტულის მოპოვებაა და ელოდება, როდის ჩაუნიშნავს UFC საჩემპიონო დაპირისპირებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე | ბითაძის ორლანდომ ფილადელფია გაანადგურა
ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე | ბითაძის ორლანდომ ფილადელფია გაანადგურა