წილისყრა 5 დეკემბერს გაიმართება | მსოფლიო ჩემპიონატზე კალათები გადანაწილდა
5 დეკემბერს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება და ნაკრებები 4 კალათაში გადანაწილდნენ. ტურნირზე 12 ჯგუფი შეიქმნება და მუნდიალზე ერთ საინტერესო ცვლილებას ვიხილავთ: FIFA-ს რეიტინგის პირველი ოთხი ნომერი — ესპანეთი (პირველი), არგენტინა (მეორე), საფრანგეთი (მესამე) და ინგლისი (მეოთხე) — პლეიოფის სატურნირო ბადის სხვადასხვა მხარეს მოხვდებიან, თუ ჯგუფებს მოიგებენ.
ახალი წესის მიხედვით, თუ არგენტინამ და ესპანეთმა თავიანთი ჯგუფები მოიგეს, ისინი ფინალამდე ერთმანეთს არ შეხვდებიან. სამაგიეროდ, ნახევარფინალში შესაძლებელი იქნება, საფრანგეთს ან ინგლისს დაუპირისპირდნენ. გარდა ამისა, თითოეულ ჯგუფში ერთი კონფედერაციის ერთი ნაკრები უნდა მოხვდეს. გამონაკლისი ევროპაა - მაქსიმუმ ორი.

პირველი კალათა: კანადა, მექსიკა, აშშ, ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია.
მეორე კალათა: ხორვატია, მაროკო, კოლუმბია, ურუგვაი, შვეიცარია, იაპონია, სენეგალი, ირანი, სამხრეთ კორეა, ეკვადორი, ავსტრია, ავსტრალია.
მესამე კალათა: ნორვეგია, პანამა, ეგვიპტე, ალჟირი, შოტლანდია, პარაგვაი, ტუნისი, კოტ დივუარი, უზბეკეთი, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა.
მეოთხე კალათა: ორდანია, კაბო ვერდე, განა, კიურასაო, ჰაიტი, ახალი ზელანდია, იტალია/ჩრდილოეთ ირლანდია/უელსი/ბოსნია და ჰერცეგოვინა, უკრაინია/შვედეთი/პოლონეთი/ალბანეთი, თურქეთი/რუმინეთი/სლოვაკეთი/კოსოვო, დანია/ჩრდილოეთ მაკედონია/ჩეხეთი/ირლანდია, ახალი კალედონია/იამაიკა/კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ბოლივია/სურინამი/ერაყი.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში 12 ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა და მათ 8 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება, 104 მატჩს ვიხილავთ და ფინალი 19 ივლისს გაიმართება.