„ეს სავსებით შესაძლებელია“ | დომინიკ კრუზის რჩევა იანს თუ როგორ დაამარცხოს მერაბი
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, დომინიკ კრუზს მიაჩნია, რომ პიოტრ იანს მერაბ დვალიშვილის დამარცხება შეუძლია. კრუზმა დაასახელა კომპონენტი, რომელიც იანს მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
„იანმა 50-ის ნაცვლად თეიქდაუნის 10 მცდელობა გაუშვას და ალბათ გაიმარჯვებს. ერთი წამით ამაზე დაფიქრდით. ეს ძალიან მარტივია. მოაკელით 40 მცდელობა და იანის შანსები გაიზრდება. შეუძლია თუ არა ამის გაკეთება, ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია.
დვალიშვილის საბრძოლო გეგმა სწორედ ამაზეა აწყობილი. თუ პიოტრ იანი ხარ, 50-ის ნაცვლად 10 თეიქდაუნი რომ გაუშვა, მოგების უკეთესი შანსი გექნება. დაახლოებით, 40 პროცენტით უკეთესი.“
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის ორთაბრძოლა UFC 323-ის მთავარი მოვლენაა, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე ალეშანდრე პანტოჟასა და ჯოშუა ვენის საჩემპიონო დაპირისპირებასაც ვიხილავთ.