დენიელ კორმიე, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„ყველამ იცის რაც მოხდება“ - ჯონსი კორმიესთან ტრილოგიაზე თანახმაა

ჯონ ჯონსმა, რომელიც დენიელ კორმიე ორჯერ დაამარცხა, შესაძლოა პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირება ტრილოგიის რანგში გადაიყვანოს, თუ UFC-ის კომენტატორი ამაზე დათანხმდება.

ამერიკელმა მებრძოლმა მიღებული წინადადების შესახებ სოციალურ ქსელში ისაუბრა.

„ამ დღეებში შემომთავაზეს დი სი-ს წინააღმდეგ საქველმოქმედო გრეპლინგის მატჩის ჩატარება. მე ვთქვი – რა თქმა უნდა. ვნახოთ, რა გამოვა და რას იტყვის ის. ყველამ ვიცით რაც მოხდება - 3-0“.

– განაცხადა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ორ წონით კატეგორიაში.

ჯონსი vs კორმიეს დაპირისპირებების ისტორია:

2015 წლის იანვარი: ჯონ ჯონსმა წარმატებით დაიცვა ჩემპიონის ქამარი ნახევრად მძიმე წონაში, რა დროსაც ხუთი რაუნდის შემდეგ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დენიელ კორმიე დაამარცხა.

2017 წლის ივლისი: ჯონსმა თანამემამულე მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ტიტული დაიბრუნა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება გაუქმდა, რადგან მან წინა დოპინგ-ტესტი ჩააგდო.

დენიელ კორმიემ კარიერა 2020 წელს დაასრულა, მას შემდეგ რაც ტიტულისთვის გამართული ტრილოგიის დასკვნით მატჩში სტიპე მიოჩიჩთან დამარცხდა. ჯონ ჯონსმა კი გასული წლის ნოემბერში მიოჩიჩი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მძიმე წონაში ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები