ნეიმარი, სანტოსი
Aa
Aa

ნეიმარის მორიგი ტრავმა | წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს

„სანტოსის“ ფორვარდმა ნეიმარმა მორიგი ტრავმა მიიღო და მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს. ინფორმაციას ამის შესახებ ავტორიტეტული ბრაზილიური გამოცემა Globo Esporte ავრცელებს.

„ნეიმარმა 19 ნოემბერს, „მირასოლთან“ მატჩში მარცხენა მუხლის მენისკი დაიზიანა, რის გამოც „ინტერნასიონალთან“ მატჩი გამოტოვა. 25 ნოემბერს ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაზიანება სერიოზულია და ნეიმარი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს“, - წერს გამოცემა.

ნეიმარმა გამოჯანმრთელების შემდეგ ზედიზედ სამი მატჩი ითამაშა - „სანტოსმა“ მოუგო „პალმეირასს“, წააგო „ფლამენგოსთან“, „მირასოლთან“ კი ფრეს დასჯერდა. „სანტოსი“ უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძვის - წლის ბოლომდე „თევზები“ კიდევ 3 მატჩს ჩაატარებენ: „სპორტ რესიფესთან“, „ჟუვენტუდესთან“ და „კრუზეიროსთან“.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელისთვის ეს მიმდინარე წელს მეოთხე ტრავმაა, რის გამოც ბრაზილიელმა ეროვნული ნაკრების ყველა მატჩი გამოტოვა. „სელესაოს“ თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ნეიმარს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება შეუძლია, ამისთვის კი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და საუკეთესო კონდიციების დაბრუნება სჭირდება.

ცნობისთვის, ნეიმარს „სანტოსთან“ კონტრაქტი 31 დეკემბერს ეწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება. რამდენიმე დღის წინ მედია წერდა, რომ 33 წლის შემტევის დამატებას „მანჩესტერ იუნაიტედი“ განიხილავს. ვრცელდებოდა ინფორმაცია „ინტერ მაიამის“ და „ფლუმინენსეს“ დაინტერესებაზეც. რაც შეეხება „სანტოსში“ ნეიმარის სტატისტიკას, მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ მან სულ 25 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერ მაიამის კონკურენტი გამოუჩნდა - ფლუმინენსე ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობს
ინტერ მაიამის კონკურენტი გამოუჩნდა - ფლუმინენსე ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობს