ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იქნება თუ არა კვარა ძირითადში | პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა

დღეს საღამოს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის ფარგლებში ლონდონის „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.

გუშინ ლუის ენრიკესთან ერთად მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა, რაც, როგორც წესი, იმაზე მიუთითებს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ფრანგული გამოცემები (CANAL+, Le Parisien, CulturePSG) პარიზელთა სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებენ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით მათი პროგნოზები აბსოლუტურად იდენტურია.

პროგნოზების თანახმად, პსჟ-ის კარს ლუკა შევალიე დაიცავს, რაც ალბათ არავისთვის იქნება გასაკვირი. დაცვის მარჯვენა ფლანგს უორენ ზაირ-ემერი, მარცხენა ფლანგს კი ნუნუ მენდეში ჩაიბარებს, ცენტრალური მცველების წყვილს კი კაპიტანი მარკინიოსი და ვილიან პაჩო ჩამოაყალიბებენ. ნახევარდაცვაში ლუის ენრიკე ექსპერიმენტებზე უარს იტყვის და პირველივე წუთებიდან მოედანზე ვიტინიას, ჟოაო ნევეშსა და ფაბიან რუისს ვიხილავთ. რაც შეეხება შეტევას, მარჯვენა ფლანგიდან ხვიჩა კვარაცხელია, მარცხენა ფლანგიდან კი ბრედლი ბარკოლა შეუტევს, ხოლო ცენტრფორვარდის პოზიციაზე სენი მაიულუ იქნება გამწესებული.

ცნობისთვის, პსჟ-ტოტენჰემის მატჩი დღეს, 23:55 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის პარიზელებს 4 მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვთ - ლუის ენრიკეს გუნდი სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოტენჰემი ძლიერი გუნდია, რთული თამაში გველოდება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„ტოტენჰემი ძლიერი გუნდია, რთული თამაში გველოდება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია