„გაზაფხულამდე არ იჩხუბებს“ - ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი თოფურიაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ილია თოფურიას იანვარში ოქტაგონზე ვერ ვიხილავთ. ამის შესახებ ABC-ის და Eurosport-ის ჟურნალისტი ალვარო კოლმენერო სოციალურ ქსელში წერს.
ავტორიტეტული ესპანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, „ელ მატადორის“ გალიაში დაბრუნებას გაზაფხულისთვის უნდა ველოდოთ.
„მსუბუქ წონაში ისეთი რამ მოხდება, რაც ბევრს გააოცებს. შემიძლია დავადასტურო, რომ ილია თოფურია იანვარში არ იჩხუბებს. თებერვალი? ძალიან საეჭვოა. ჩემი აზრით, ის გაზაფხულზე დაბრუნდება.
ვფიქრობ, მსუბუქი წონის რეიტინგის ზედა ნაწილში გადაადგილებები მოხდება, მაგრამ მეეჭვება, რომ არმან ცარუკიანმა გაზაფხულზე ან ზაფხულში თოფურიასთან იჩხუბოს“.
როგორც თოფურიამ არაერთხელ განაცხადა, მას ქვესაშუალო წონაში ასვლა და ისლამ მახაჩევთან ბრძოლაში მესამე წონის საჩემპიონო ქამრის მოპოვება სურს. თუმცა, „ელ მატადორის“ თქმით, თუ UFC მას ამის საშუალებას არ მისცემს, მსუბუქ წონაში მთავარ კონტენდერად ის პედი პიმბლეტს მიიჩნევს.