ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„გუნდი უკეთესია, როცა მარცხენა ფლანგზეა“ | ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩაზე და ლუის ენრიკეზე

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, დანიელ რიოლო „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ტოტენჰემის“ თამაშს გამოეხმაურა. რიოლომ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელმაც „კვარა“ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე დააყენა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი მარცხნივ უფრო სახიფათოა.

„ტოტენჰემთან მატჩში მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მოთამაშე კვარაცხელია კიდევ ერთხელ ვიხილეთ. როდესაც ბრედლი ბარკოლა გაიყვანეს, გუნდი უკეთესი იყო, მარცხენა ფლანგზე მყოფ კვარაცხელიასთან ერთად. ლუის ენრიკეს უნივერსალურობა ძალიან მოსწონს, რადგან თავად ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, რომელსაც ყველა პოზიციაზე შეეძლო თამაში.

ენრიკეს სურს, მისი მოთამაშეებიც ისეთი უნივერსალურები იყვნენ, როგორც თვითონ. ზოგს ეს გამოსდის, ზოგს — არა. მაგალითად, კვარაცხელიას მარცხენა ფლანგი ურჩევნია. ენრიკე ცდილობს, მას სხვა პოზიციაზე თამაში აიძულოს, მაგრამ ეს არ მუშაობს. ხვიჩა ყველაზე სახიფათოა, როცა მარცხენა ფლანგზე ბრუნდება.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტოტენჰემი“ 5:3 დაამარცხა და „კვარამ“ საგოლე გადაცემა მიითვალა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან გააკეთა. პსჟ-ს მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს, „მონაკოსთან“ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიას საბრძოლო ორგანიზაციის მეწილე გახდა
კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიას საბრძოლო ორგანიზაციის მეწილე გახდა