კრიშტიანუ რონალდუ, ილია თოფურია
Aa
Aa

კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიას საბრძოლო ორგანიზაციის მეწილე გახდა

კრიშტიანუ რონალდუ ილია თოფურიას საბრძოლო ორგანიზაციის, WOW FC-ის მეწილე გახდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობა.

„მოხარული ვარ, რომ დიდი ამბავი გაგიზიაროთ — WOW FC-ის თანამეწილე ვხდები. MMA წარმოადგენს ღირებულებებს, რომლებისაც მჯერა: დისციპლინა, პატივისცემა, გამძლეობა, ბრწყინვალებისკენ რეგულარულად სწრაფვა. WOW FC რაღაც უნიკალურსა და ძლიერს აშენებს და ამაყი ვარ, რომ ამ პროექტს ვუერთდები, რათა სპორტის ახალ დონეზე აყვანასა და მომდევნო თაობის შთაგონებაში დავეხმარო“, — დაწერა რონალდუმ.

„WOW FC-ში კრიშტიანუ რონალდუს შემოსვლა ჩვენი სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ის წარმოადგენს პროფესიონალიზმის, მძიმე შრომისა და გლობალური სრულყოფილების უმაღლეს სტანდარტებს. როგორც მონაწილეები, ისე მაყურებლები — WOW-სა და CR7-ის გავლენით შთაგონებულნი — იგრძნობენ, რომ უფრო მეტის მიღწევა და პროგრესი შეუძლიათ“, — განაცხადა თოფურიამ.

WOW FC წლიდან წლამდე იზრდება და თითოეულ ღონისძიებაზე 5000-ზე მეტ ბილეთს ყიდის. ორგანიზაცია ესპანეთშია დაფუძნებული და რონალდუსთან თანამშრომლობით მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს“ - ფრანგული მედიის შეფასება
„ქართველი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს“ - ფრანგული მედიის შეფასება