„ახალი ქამარი სპეციალურად ამ ბრძოლისთვის“ - ილიას შეთავაზება UFC-ს
თუ UFC გადაწყვეტს ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის ბრძოლის ორგანიზებას, „ელ მატადორი“ არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირების ფსონზე შესაძლოა დადგეს ახალი საჩემპიონო ქამარი, რომელიც ორგანიზაციის მიერ სპეციალურად ამ შემთხვევისთვის იქნება შემოღებული.
„შესაძლოა, კიდევ ერთი ბრძოლა მქონდეს, შემდეგ კი ზაფხულში UFC ნებას მომცემს, ნახევრად საშუალო წონაში (77 კგ-ში) ავიდე. ან, შესაძლოა, მათ შემოიღონ ახალი ქამარი სახელწოდებით „წონის მიუხედავად“ (P4P) შუალედურ წონაში, და ჩვენ ისლამთან ერთად მისთვის ვიბრძოლებთ“.
– განაცხადა UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუში.
მოსალოდნელია, რომ ილია თოფურია იანვარში ან თებერვალში საკუთარი ტიტულის დაცვაზე არ გავა, და მისი ოქტაგონში დაბრუნება, სავარაუდოდ, გაზაფხულამდე გადაიდება.
ლიგის ხელმძღვანელი, დენა უაითი, გვპირდება, რომ დღეს (სავარაუდოდ, გვიან ღამით) რამდენიმე ხმაურიან ანონსს გააკეთებს, და არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ ილიას შეეხოს, რომელიც UFC-ის P4P რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.
მანამდე ისლამ მახაჩევმა, რომელმაც ჩემპიონის ქამარი ნახევრად საშუალო წონაში მოიპოვა, დაუშვა, რომ შესაძლოა მსუბუქ წონით კატეგორიაში თოფურიასთან ბრძოლისთვის დაბრუნდეს, მაგრამ მიანიშნა, რომ ეს ჩხუბი ორგანიზაციას მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს მოუტანს.