„ილია უეჭველად ნომერ პირველია“ | მერაბმა UFC-ის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი კამარუ უსმანისა და ჰენრი სეხუდოს პოდკასტის სტუმარი იყო. „მანქანამ“ UFC-ის Pound-for-pound რეიტინგზე ისაუბრა და ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა.
„ჩემი მიზანი თავდაუზოგავი ვარჯიში და მომდევნო ბრძოლაში გამარჯვებაა. პირველ რიგში, მოგებაზე ვარ ორიენტირებული და, სიმართლე გითხრათ, UFC-ის Pound-for-pound რეიტინგში მესამე ადგილზე ყოფნა არავითარ პრობლემას არ მიქმნის.
ჩემი აზრით, ილია თოფურია ნომერ პირველია — ამას წყალი არ გაუვა. მეორე ადგილზე ისლამ მახაჩევია, და მესამე პოზიცია ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, არც იმაზე მექნება პრობლემა, რომ 2025 წელს ოთხი ბრძოლა მოვიგო.“
შეგახსენებთ, რომ UFC-ის ამჟამინდელ P4P რეიტინგში პირველ ადგილს მახაჩევი იკავებს, რომელმაც ჯეკ დელა მადალენას დომინანტური სტილით მოუგო და ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა. მეორე ადგილზე ილია თოფურიაა, ხოლო დვალიშვილი, რომელიც 7 დეკემბერს პიოტრ იანს დაუპირისპირდება, მესამე ადგილს იკავებს.