„კლუბი ამას არ გააკეთებს“ - კარაგერმა სლოტზე ილაპარაკა
„ლივერპულის“ ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი, რომელიც ამჟამად ტელეექსპერტად მუშაობს, დარწმუნებულია, რომ კლუბი არნე სლოტს არ გაათავისუფლებს.
„ლივერპული“ არ არის ის კლუბი, რომელიც მწვრთნელებს ათავისუფლებს. სწორედ ამით განსხვავდება ის კლუბების უმრავლესობისგან.ისინი ნამდვილად არ გაათავისუფლებენ მწვრთნელს, რომელმაც გასულ სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო. სასაცილოა ჩემთვის იმის კითხვა, რომ თითქოს, საჭიროა სამწვრთნელო საკითხის გადაჭრა“. „ლივერპულის“ ისტორიაში არასდროს არ გაუთავისუფლებიათ მწვრთნელი ჩემპიონატში გამარჯვების მომდევნო სეზონში. არასოდეს და ეს არც ახლა მოხდება“, – თქვა კარაგერმა.
თვის მხრივ, Daily Mail-ი კლუბთან და ნიდერლანდელ სპეციალისტთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სლოტს გადადგომა არ ემუქრება. სიტუაცია ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურში, პსვ-სთან 1:4 დამარცხების შემდეგ არ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 12 მატჩში „წითლებმა“ 9 მარცხი განიცადეს.
გიორგი მამარდაშვილის გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს და 12 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს.