მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

დვალიშვილი: ყოველთვის როდესაც რუსებს ვეჩხუბებით, უნდა მოვიგოთ

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა, რუს პეტრ იანთან რევანშის შესახებ ისაუბრა, რომელიც 7 დეკემბერს, ლას-ვეგასში, UFC 323-ზე გაიმართება.

„ის რუსეთიდან არის, მე საქართველოდან. ყოველთვის, როცა რუსებს ვეჩხუბებით, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“, – განაცხადა დვალიშვილმა Pound-4-Pound-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი „მანქანა“ პიოტრ იანს მეორედ დაუპირისპირდება. „მანქანისთვის“ ეს მიმდინარე წელს მეოთხე ჩხუბი იქნება - იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვი, ივნისში შონ ომალი, სექტემბერში კი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

რაც შეეხება იანს, მერაბთან მარცხის შემდეგ (2023 წლის მარტი) რუსმა მებრძოლმა ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგო - სონგ იადონგთან, დეივისონ ფიგერედოსთან და მარკუს მაკგისთან (სამივე - მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით). მის ანგარიშზე MMA-ში 19 მოგება და 5 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გარდაცვლილი მამის სახელით ქომაგებს ატყუებ“ - კონორის ბრალდება ხაბიბს
„გარდაცვლილი მამის სახელით ქომაგებს ატყუებ“ - კონორის ბრალდება ხაბიბს