თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი
Aa
Aa

18 ქულით წაგებული მეორე ტაიმი | საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი საკუთარ არენაზე უკრაინას დაუპირისპირდა და მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 79:92.

შეხვედრა ჩვენი უპირატესობით დაიწყო და 9:4 დავწინაურდით, რასაც უკრაინამ 7:0 გაქცევით უპასუხა და ორი ქულით წინ გავიდა - 11:9. მომდევნო ორი წუთის განმავლობაში საქართველომ მეტოქეს ქულა არ ჩააგდებინა და დუდა სანაძის ორიანით, თად მაკფადენის სამქულიანითა და ჯარიმებით 15:11 დააფიქსირა.

პირველი მეოთხედის ბოლოს, საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და შესვენებაზე 8 ქულით ვიგებდით - 23:15. მეორე პერიოდში უკრაინამ ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა სანაძისა და მაკფადენის სამქულიანებითა და შენგელიას ქულებით 10-ქულიანი ფორა დავიბრუნეთ - 40:30. პირველი ტაიმის ბოლო ჩავაგდეთ და დიდ შესვენებაზე ანგარიში 48:43 იყო.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი ძალიან ცუდად დაიწყო. უკრაინელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ ხუთი ქულით გავიდნენ წინ - 64:59. სტუმრებმა მესამე მეოთხედი 23:13 მოგვიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე 5 ქულით იგებდნენ - 66:61.

მეოთხე ათწუთეული კარგად დავიწყეთ და ჩამორჩენა 1 ქულამდე დავიყვანეთ, თუმცა უკრაინელებმა 9:2 გაქცევა გააკეთეს და მატჩის დასრულებამდე ოთხ-ნახევარი წუთით ადრე, 78:70-ს იგებდნენ. მალევე, ისინი 11 ქულითაც გავიდნენ წინ და საქართველო თამაშში ვეღარ დაბრუნდა - 79:92.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო დუდა სანაძე იყო - 22 ქულა, 5 მოხსნა. თორნიკე შენგელიამ და თად მაკფადენმა 17-17 ქულა მიითვალეს, ხოლო გიორგი შერმადინმა 7 ქულა დააგროვა. უკრაინელთა მხრიდან ფენომენალური იყო ოლექსანდრ კოვლიარი, რომელმაც 31 ქულა, 6 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა. ოლექსანდრ ლიპოვიმ 13 ქულა დააგროვა. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას სამი დღის შემდეგ, ესპანეთთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიმბლეტი და გეიჯი UFC 324-ზე იჩხუბებენ | ილია მათ გამარჯვებულს შეხვდება
პიმბლეტი და გეიჯი UFC 324-ზე იჩხუბებენ | ილია მათ გამარჯვებულს შეხვდება