მარცხი ტესტ-მატჩში | ბორჯღალოსნები ირლანდიასთან დამარცხდნენ
ბორჯღალოსნებმა 2025 წლის ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩი გამართეს - რიჩარდ ქოქრილის გუნდის მეტოქე მსოფლიო რაგბის რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფი ირლანდია იყო - „მიხეილ მესხზე“ გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (34:5).
პირველ ტაიმში ირლანდიელებმა ორი ლელო დადეს - ორივე ტომი ო’ბრაიენის ანგარიშზეა, გარდასახვები კი სემ პრენდერგასტმა შეასრულა. პირველი ნახევარის მიწურულს კი „ბორჯღალოსნების“ რიგებში თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინა.
მეორე ტაიმში კრეიგ კეისიმ კიდევ ერთი ლელო დადო, გარდასახვა კი ისე პრენდერგასტმა შეასრულა. მანვე 45-ე და 59-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა. ნიკ ტიმონიმ ლელო 70-ე წუთზე დადო, გარდასახვისას კი კვლავ პრენდერგასტი იყო ზუსტი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (კასტრი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).