დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

„ნინიაშვილი მსოფლიო დონის ვარსკვლავია“ - ირლანდიელების კაპიტანი ქართველებთან მატჩამდე

ხვალ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ივლისის პირველ ტესტ-მატჩში „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ევროპის საუკეთესო გუნდს, ირლანდიას უმასპინძლებს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა და მხოლოდ სამხრეთ აფრიკასა და ახალი ზელანდიას ჩამორჩება. „აირიშები“ თბილისში შედარებით შესუსტებული შემადგენლობით არიან ჩამოსულები და მათ რიგებში ექვსი დებიუტანტია, კრეიგ კეისი კი გუნდის კაპიტანი პირველად იქნება, რომელმაც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ბორჯღალოსნების თაობაზე დეტალურად ისაუბრა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„როგორ თამაშს ველოდებით საქართველოს ნაკრებისგან? ფიზიკურს და ძალისმიერს. მათი ფულბეკი დავით ნინიაშვილი მსოფლიო დონის ვარსკვლავია, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები ტოპ 14-ში არაერთხელ დაამტკიცა. ასევე ბორჯღალოსნებს ძალიან ძლიერი მეორე და მესამე ხაზის მოთამაშეები ჰყავთ. კიდევ აღვნიშნავ იმას, რომ ბევრჯერ მინახავს ლუკა მატკავას, ვასილ ლობჟანიძისა და აკა ტაბუცაძის მაღალი დონის თამაში, რომელიც დადებული ლელოების რაოდენობით მსოფლიოს ერთ-ერთი რეკორდსმენია“.

ცნობისათვის, საქართველო - ირლანდიის შეხვედრა ხვალ 21:00 საათზე დაიწყება და ბოლო მონაცემებით ბილეთების 90 პროცენტი გაყიდულია. ივლისის დარჩენილ ორ ტესტ-მატჩში კი ქართველი მორაგბეები სტუმრად „ჩიტასსა“ და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელენჯ ქაფი - შავი ლომის მეტოქეები ცნობილია
ჩელენჯ ქაფი - შავი ლომის მეტოქეები ცნობილია