დავით ნინიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი
Aa
Aa

ქართველების წარმატება - ნინიაშვილი და გოგიჩაშვილი თვის სიმბოლურში

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წლევანდელი სეზონი ძალიან ბევრი ქართველი ლეგიონერისთვის წარმატებულად მიმდინარეობს, რის გამოც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენების ინდივიდუალური აღიარება ჩვეულ მოვლენად იქცა. ამჯერად TOP 14-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა „ლა როშელისა“ და „რასინგის“ მოთამაშეები, დავით ნინიაშვილი და გურამ გოგიჩაშვილი გამოარჩია, რომლებიც ტურნირის იანვრის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ, რაც არსებული მძაფრი კონკურენციის პირობებში მართლაც სერიოზული მიღწევაა.

ნინიაშვილმა იანვარში სამ ტურში იასპარეზა და ორ შემთხვევაში ლელო დადო. „ლა როშელის“ 23 წლის ქართველმა ფულბეკმა ყოფილ გუნდის, „ლიონისა“ და „ტულონის“ ჩათვლის მოედნები აიღო. რაც შეეხება გოგიჩაშვილს, მისთვის გამორჩეული რამდენიმე დღის წინ „პერპირიანთან“ გამართული თამაში გახლდათ, სადაც მიმდინარე სეზონში სადებიუტო ლელო დადო.

ცნობისათვის, წლევანდელ TOP 14-ში დავით ნინიაშვილმა 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 11 სასტარტოში დაიწყო და თავი 7 ლელოთი გამოიჩინა. გოგიჩაშვილმა კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, პირველად მეტოქის ჩათვლის მოედანი რამდენიმე დღის წინ აიღო, სულ კი წელს 15 შეხვედრაში იასპარეზა და აქედან ძირითადში 8-ჯერ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარკაძის ლელო ლიდერთან - მჭედლიძე ორიაკს დაეხმარა
კარკაძის ლელო ლიდერთან - მჭედლიძე ორიაკს დაეხმარა