ერთი დებიუტანტი - ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია
რაგბი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მეორე შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობა ცნობილია. ბორჯღალოსნების იტალიელმა დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა მარკო ბორტოლამიმ 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც მამუკა მსტოიანის სახით მხოლოდ ერთი დებიუტანტია, რომელიც მატჩს მარქაფაში დაიწყებს და თავის გამოჩენის საშუალება ცვლილებაზე მიეცემა.
შვიდი ცვლილებაა სასტარტოში - 9 ნომრის პოზიციაზე თავიდანვე იასპარეზებს გელა აფრასიძე, ხოლო გიორგი კვესელაძეს ამჯერად გიორგი შველიძე შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე დაჩი პაპუნაშვილს ვიხილავთ, რომელიც PRO D2-ში წელს საოცარ სეზონს ატარებს. შეიცვალა ორივე ბურჯი და ამჯერად ძირითადში ლუკა გოგინავა და ირაკლი აფციაური გამოჩნდებიან. ლადო ჩაჩანიძე და ბაჩუკი ჭუმბაძე კი, რომლებიც ნაკრებს ამ კვირაში შეუერთდნენ, სათადარიგოები იქნებიან.
საქართველოს ნაკრები
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);
შერკინება: 1. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 20. ანდრო დვალი (პერპინიანი), 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ნიდერლანდები ესპანეთთან 33:51 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სტუმრად შვეიცარიელები 51-ქულიანი სხვაობით, 54:3 დაამარცხა. ნიდერლანდები - საქართველოს მატჩი კვირას, 15 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.