საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

„გამოცდილი გუნდია“ | ირლანდიელთა კომენტარი ბორჯღალოსნებთან მატჩზე

5 ივლისს, საქართველოს რაგბის ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება. „სამყურების“ დაცვის მწვრთნელმა, დენის ლიმიმ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ბორჯღალოსნების“ რიგებში გამოცდილი მორაგბეები თამაშობენ.

„მთავარია, ძველი სათამაშო გეგმის ნაწილები ახალში შემოვიტანოთ და ირლანდიური რაგბი ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, ავსტრალიაში, „ლომებთან“ ერთად გამგზავრების გამო, ბევრი მოთამაშე გვაკლია, თუმცა ახალგაზრდა ბიჭებისთვის კარგი შანსია, მოედანზე გავიდნენ და გვაჩვენონ, რა შეუძლიათ.

საქართველო ძალიან გამოცდილი გუნდია და მსოფლიო ჩემპიონატებზე ბევრ ქართველ მორაგბეს უასპარეზია. ბორჯღალოსნების უმრავლესობა ტოპ 14-ში გამოდის და რთულ პირობებში თამაშსა და მნიშვნელოვან შეხვედრებს შეჩვეულია. ახალგაზრდა ბიჭებისთვის კარგი გამოწვევა იქნება. ისინი თბილისში ჩავლენ, სიცხე იქნება და ძალისმიერ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას, ეს კი ყველაფერია, რაც გვინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდა მორაგბეებმა შეიგრძნონ.“

ცნობისთვის, ირლანდია ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებულია. ბოლო ორი ტიტული მან 2023 და 2024 წლებში შემართა, წელს კი პირველობა საფრანგეთს დაუთმო. მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეიტინგში ის ევროპულ გუნდებს შორის საუკეთესო, მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, მეორეზე კი ახალი ზელანდია. ირლანდიელებთან აქამდე 5-ჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით მეტოქე სრულ უპირატესობას ფლობს. „სამყურებს“ პირველად 1998 წელს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ მეტოქემ დუბლინში 70:0 იმარჯვა. 4 წლის შემდეგ ირლანდიამ კვლავ დუბლინში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 63:14 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია